14:00:21     23-12-2020
"მე არ ვიცი რამდენად შორს წავლენ და დააკავებენ თუ არა უფრო მაღალი თანამდებობის პირებს“ - ირმა ნადირაშვილი „კარტოგრაფების საქმეზე"
"ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილი ე.წ. კარტოგრაფების საქმეს გამოეხმაურა.
ნადირაშვილის თქმით, აღნიშნულ საქმეში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა თავიდანვე უცნაური იყო.
„თავდაცვის მინისტრის მონაწილეობა იმთავითვე ძალიან უცნაური იყო ამ კარტოგრაფების საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ მას მისივე განცხადებით, რუსეთიდან მიაწოდეს ეს რუკები და თავიდანვე, ღარიბაშვილის აქ გამოჩენა უდავოს ხდიდა ამბავს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის სჭირდებოდათ ამ ადამიანების დაკავება.
ახლა ისინი ცდილობენ, რომ უფორ ღრმად შევიდნენ საკითხში და იპოვონ დამკვეთები, ესეც პოლიტიკური მასკარადის გაგრძელებაა და საერთოდ, თავისთავად, ღარიბაშვილის მოწოდებები გასაგებია, რომ ივანიშვილის პროკურატურისათვის ალბათ რაღაცას ნიშნავს, მაგრამ თავიდან ბოლომდე ერთ-ერთი ყველაზე კომიკური ადამიანია ამ პროცესში.
ღარიბაშვილის განცხადებას, შეიძლება, რა თქმა უნდა მოჰყვეს დაკავების სერია. თავიდანვე ალბათ ამისთვის იყო გამიზნული ამ საქმის წამოწყება, რომ შემდეგ მაღალი პოლიტიკური პირები ჩაერიათ ამ საქმეში. მათ უკვე ჰყავთ ორი მძევალი, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად შორს წავლენ და დააკავებენ თუ არა უფრო მაღალი თანამდებობის პირებს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
0